„რომამ“ ედინ ჯეკოსთან შეთანხმებას მიაღწია
Aa
Aa

„რომამ“ ედინ ჯეკოსთან შეთანხმებას მიაღწია

Sky Sports“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „რომამ“ „მანჩესტერ სიტისთავდამსხმელ ედინ ჯეკოსთან შეთანხმებას მიაღწია. ახლამგლებსინგლისურ კლუბთან ფეხბურთელის ტრანსფერის ღირებულებაზე მოუწევთ მოლაპარაკება. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, "რომა" მზად არის, ბოსნიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გაიღოს. იტალიელები დასახელებულ თანხაზე მეტს არ გადაიხდიან და ახლა ინგლისელების პასუხს ელოდებიან. იმ შემთხვევაში, თუ ტრანსფერი განხორციელდება, ჯეკორომასთან“, სავარაუდოდ, ხუთწლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, წელიწადში კი 4,5 მილიონ ევროს მიიღებს.

გასულ სეზონში ედინ ჯეკომ „მანჩესტერ სიტისმაისურით 32 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 6 გოლის და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები