საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

საქართველო - ჩეხეთი | რომელ საათზე დაიწყება ბილეთების გაყიდვა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში ჩეხეთს დაუპირისპირდება. მატჩი 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და ცნობილია, ბილეთების გაყიდვა რომელი საათიდან დაიწყება.

მატჩზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მის რეალიზაციას TKT.GE უზრუნველყოფს. საქართველო-ჩეხეთის თამაშის ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. ბილეთების გაყიდვა, 15 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ჩეხეთის გარდა, საქართველოს ნაკრები სექტემბერში კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი 10 სექტემბერს, სტუმრად ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსიამ ლივერპულის ორი წინადადება დაბლოკა | რას წერს Marca მამარდაშვილზე
ვალენსიამ ლივერპულის ორი წინადადება დაბლოკა | რას წერს Marca მამარდაშვილზე