არტეტა ფოტოგრაფებს ემალება - რა სჭირს გუარდიოლას ასისტენტს?
Aa
Aa

არტეტა ფოტოგრაფებს ემალება - რა სჭირს გუარდიოლას ასისტენტს?

ბრიტანული Skysports-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტ მიკელ არტეტას სახის არეში შესამჩნევი დაზიანებები აქვს.

გამოცემა აქვეყნებს ფოტოებს, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ ფარავს ხელით არტეტა საკუთარ სახეს, რათა ის ფოტოგრაფებმა არ აღბეჭდონ.

როგორც მოგეხსენებათ, კვირას გამართული მანჩესტერული დერბის შემდეგ, „ოლდ ტრაფორდის“ გასახდელში, კონფლიქტი მოხდა, რომლის შედეგადაც ყველაზე უფრო „ქალაქელთა“ ახალგაზრდა ესპანელი მწვრთნელი დაშავდა.

მიკელ არტეტამ საფეხბურთო კარიერა 2016 წელს „არსენალში“ დაასრულა, ხოლო „სიტის“ სამწვრთნელო შტაბში რამდენიმე თვის წინ ჩაირიცხა.

აქვე დავამატოთ ისიც, რომ ინციდენტის შესახებ მსაჯის ოქმში არაფერი წერია, რაც გუნდებისა და მათი ბიუჯეტისთვის, დადებითი ამბავია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები