ოფიციალურად - პარიზის ოლიმპიადაზე ნადალისა და ალკარასის წყვილს ვიხილავთ
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ჩოგბურთის გულშემატკივრები წყვილებში სუპერ დუეტს იხილავენ. ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა, დავიდ ფერერმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ წყვილთა ჩათვლაში ესპანეთის სახელით რაფაელ ნადალი და კარლოს ალკარასი იასპარეზებენ.
Es oficial: ¡Rafa y Carlitos juntos en @Paris2024! ????????@DavidFerrer87, capitán del equipo español, confirmó que Nadal-Alcaraz será una de las parejas de dobles en los #JuegosOlímpicos. ???????? ????
— Los Juegos Olímpicos (@juegosolimpicos) June 12, 2024
¡Qué ganas de verlos en acción! ???? #RoadToParis2024 I @COE_es @RFETenis pic.twitter.com/vFWrBjGFEn
ფერერმა ასევე აღნიშნა, რომ ნადალს და ალკარასს სათადარიგო მეწყვილედ დავიდოვიჩ ფოკინა, ან კარენო ბუსტა ეყოლება. ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ოლიმპიადას ოპტიმისტურად უყურებს და ამბობს:
„მე, როგორც მოთამაშემ მედალი ვერ მოვიპოვე, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამას როგორც კაპიტანი, ისე მოვახერხებ“.
ესპანეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, მიგელ დიასს იმედი აქვს, რომ ოლიმპიადაზე ჩოგბურთელები ერთზე მეტ მედალს აიღებენ:
„მამაკაცებსა და ქალებში შეგვიძლია ორი, ან სამი მედლისთვის ვიბრძოლოთ. ბოლო როლან გაროსზე რაფასს არ გაუმართლა, რადგან იმ მომენტისთვის საუკეთესო ჩოგბურთელთან, ალექსანდრ ზვერევთან დამარცხდა, მაგრამ პარიზის კორტები კარგად გვაქვს დაცდილი და დარწმუნებული ვარ, რომ რაფა საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებას შეძლებს. მისი და ალკარასის წყვილი კი ყველაზე მრისხანე იქნება. გვჯერა, რომ პარიზში ერთზე მეტ მედალს ავიღებთ“.
ცნობისთვის, კარლოს ალკარასმა რამდენიმე დღის წინ როლან გაროსი მოიგო და ისტორიაში მესამე ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ ოთხ დიდ სლემზე სამჯერ მოახერხა ჩემპიონობა. აქამდე მსგავსი შედეგი მხოლოდ ნოვაკ ჯოკოვიჩსა და რაფაელ ნადალს ჰქონდათ.