ლაშა ბექაური, ვლადიმერ ახალკაცი, ევროპის ღია პირველობა
Aa
Aa

ეფექტური იპონი - ბექაური ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია

ლაშა ბექაური ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია. ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე ტურნირზე ქართველმა ძიუდოსიტმა ფინალი ფრანგი პოლ ლივოსლი შეხვედრის დაწყებიდან 30 წამში ეფექტური იპონით დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ფინალამდე ბექაურმა პირველ წრეში დაისვენა, მეორე წრეში კი ბერძენი ათანასიოს მილონელისი დაამარცხა, 1/8 ფინალში ფრანგ ლუკას ჰუოილეტს მოუგო, 1/4 ფინალში ტეო ლ ჰერბიეს სძლია, ნახევარფინალში კი სლოვაკ ალექს ბარტოს შანსი არ დაუტოვა.

დღესვე, ოქროს მედლის მოპოვეა -81 კგ. წონით კატეგორიაში ვლადიმერ ახალკაცსაც შეეძლო. ახალგაზრდა ძიუდოისტი ფინალში ფრანგ არნაუ არეგბას დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, შეხვედრის დაწყებიდან 40 წამში იპონით დამარცხდა. შესაბამისად, ახალკაცი ტურნირზე ვერცხლის მედალს დაეუფლა.

დღესვე, საქართველოს სახელით დღესვე -81 კგ. წონით კატეგორიაში ალექსანდრე გულბიანიც ასპარეზობდა, რომელმაც პირველ წრეში შვედ პელე მატსონს მოუგო, მეორე წრეში კი არნაუ არეგბასთან დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

ცნობისთვის, ევროპის ღია პირველობაზე საქართველო სამი ძიუდოისტით იყო წარდგენლი და მათგან ორმა შეძლო მედლის მოპოვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები