ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ლიონის ჩელენჯერის კვალიფიკაცია - ბასილაშვილი ფინალში გავიდა

ლიონის ჩელენჯერის კვალიფიკაციის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი გასტაო ელიასს დაუპირისპირდა და სამ სეტში 6:3 3:6 6:1 გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ პირველ სეტში ნიკოლოზი აგებდა. მესამე გეიმში საკუთარი ჩაწოდება დათმო, თუმცა უმალ უკუბრეიკი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. ამის შემდეგ უკვე ბრეიკიანი უპირატესობა მოიპოვა და სეტი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

მეორე სეტში ჩოგბურთელები საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებლად თამაშობდნენ, თუმცა იმ დროს, როდესაც ანგარიში პორტუგალიელის სასარგებლოდ 4:3 იყო, ელიასმა ბრეიკი შეასრულა, 5:3 დააფიქსირა და შემდეგ სეტიც მოიგო.

დისაიდერი კი ქართველმა ჩოგბურთელმა უნაკლოდ ჩაატარა, ორჯერ მოიგო მეტოქის ჩაწოდება და მეტოქის მხოლოდ ორი ბრეიკ პოინტი ჰქონდა. ჩელენჯერის კვალიფიკაციის ფინალში ბასილაშვილი ATP რეიტინგის 309-ე ნომერს კარლოს ტაბერნერს დაუპირისპირდება.

ცნობისთვის, ბასილაშვილი და ტაბერნერი მიმდინარე წლის 5 მაისს პრაღის ჩელენჯერის კვალიფიკაციის ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. გამარჯვება ქართველ ჩოგბურთელს დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ნადალის ბიძაშვილი შტუტგარტის ტურნირზე
ნადალის ბიძაშვილი შტუტგარტის ტურნირზე