"ლივერპულის" ისტორიაში პირველად!
პრემიერლიგის მე-15 ტურის შეხვედრაში "ლივერპულმა" სტუმრად "ბრაიტონი" გაანადგურა (5-1).
შეხვედრაში საგოლე გადაცემის ავტორი გახდა მუჰამედ სალაჰი, რომელმაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა.
ეგვიპტელი შემტევი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერლიგის საწყის 15 ტურში "მერსისაიდელთა" გატანილ ყველა (15) გოლში მიიღო მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის სალაჰის ანგარიშზე 12 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.
"ლივერპული" ხსენებული გამარჯვების შემდეგ, ცხრილში მე-4 პოზიციაზე აღზევდა და ლონდონის "არსენალი" ჩამოაქვეითა.