ჩავი ერნანდესი, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

ოფიციალურად: ბარსელონამ ჩავი დაითხოვა

რამდენიმე წუთის წინ, „ბარსელონამ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჩავი ერნანდესი დაითხოვა.

კლუბმა ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა.

„კლუბს სურს, რომ ჩავის მუშაობისთვის მადლობა გადაუხადოს. მას მადლობას ვუხდით და მომავალ კარიერაში წარმატებებს ვუსურვებთ. ჩავი ერნანდესი მთავარი მწვრთნელის რანგში თავის ბოლო შეხვედრას კვირას სევილიაში გამართავს“.

- წერს „ბარსელონას“ ოფიციალური ვებ გვერდი.

მოსალოდნელია, რომ კლუბი ორშაბათს ჰანსი ფლიკს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალურად წარადგენს. გერმანელმა სპეციალისტმა ინგლისის პრემიერ ლიგიდან არსებული შეთავაზებები დაბლოკა, რადგან „ბარსელონაში“ მუშაობა უკვე დიდი ხანია სურს და სასურველ მომენტს ელოდა.

შეგახსენებთ, რომ ჩავიმ „ბლაუგრანა“ 2.5 წლის წინ ჩაიბარა. გუნდმა მასთან ერთად ლა ლიგა და ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ანალიზი: უნდა ყოფილიყვნენ, თუ არა? | აქტუალური კითხვები და 11-ეული
ანალიზი: უნდა ყოფილიყვნენ, თუ არა? | აქტუალური კითხვები და 11-ეული