თემურ ქეცბაია, დინამო თბილისი, მეშახტე
Aa
Aa

Crystalbet ეროვნული ლიგა: დინამომ აუტსაიდერ მეშახტესთან ქულები დაკარგა

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში“ თბილისის „დინამომ“ ბოლოადგილოსან ტყიბულის „მეშახტეს“ უმასპინძლა და ფრედ 0:0 ითამაშა.

თემურ ქეცბაიას გუნდმა არასანახაობრივად და ნაკლებად კრეატიულად ითამაშა, მეტოქეს წნეხი პრაქტიკულად არ უგრძნია და ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგიც საკმაოდ ლოგიკური იყო.

მეორე ნახევარში „დინამოს“ მოედანზე ათი კაცით დარჩა და მათი მდგომარეობა მოედანზე კიდევ უფრო გართულდა. 69-ე წუთზე ნიკოლოზ უგრეხელიძემ ძალიან უხეში ვარდნა განახორციელა და პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.

„დინამოს“ გატანა ამის შემდეგ შეეძლო, როცა არბიტრმა პენალტი დანიშნა, თუმცა ვიდეო რეფერიმ გადაწყვეტილება გააუქმა.

საბოლოოდ, ქეცბაიას გუნდმა გამოტოვებული მატჩის მოგება ვერ შეძლო და 24 მატჩის შემდეგ 39 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფებიან. „დინამო“ ლიდერებს „რუსთავსა“ და ბათუმის „დინამოს“ 4 ქულით ჩამორჩება და მათზე თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მომდევნო ტურში „დინამო“ „გაგრას“ უმასპინძლებს. მატჩი 14 სექტემბერს 21:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები