კონორ მაკგრეგორი, ხაბიბ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ვირთხისთვის დამახასიათებელი ქმედება“ | კონორმა ხაბიბიც გააკრიტიკა

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა Kick-ზე გაშვებული სტრიმისას ყოფილ მეტოქეზე, ხაბიბ ნურმაგომედოვზე ისაუბრა. ირლანდიელი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „არწივმა“ საგადასახადო სამსახურს შემოსავლები დაუმალა და დაახლოებით, 3.4 მილიონი აშშ დოლარი აქვს გადასახდელი.

„ვირთხისთვის დამახასიათებელი ტიპური ქმედებაა. გაქცეული ვირთხა, რომელსაც ანგარიშები აქვს გასასწორებელი. ბრძოლა მემკვიდრეობისთვის? UFC-ში მთავარი მოვლენის მონაწილე მგონი მხოლოდ ორჯერ იყო და მაინც მთავრობის ფული მართებს. დროა სხვა ქვეყნებში ფულის გადატანას შეეშვას და ვალი დაფაროს.

აღფრთოვანებული და გახარებული ვარ, რომ როგორც იქნა ჩაავლეს და ყველანი ბედნიერი შევხვდებით MMA-ის ბიზნესში მის დაბრუნებას, საიდანაც გაიქცა. ეს ვირთხის მახეა. ვირთხის მახე დაგებულია და მოუთმენლად ველით მომენტს, როცა ვირთხას დავიჭერთ“.

შეგახსენებთ, რომ მაკგრეგორმა ილია თოფურიაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ჩემპიონად არ თვლის. ილიასა და ხაბიბის გარდა, კონორმა კამარუ უსმანი, ლეონ ედვარდსი, შონ ომალი, ისლამ მახაჩევი და ბელალ მუჰამედი გააკრიტიკა. ხაბიბის დავალიანებას რაც შეეხება, მისი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნულ ცნობას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს და ყალბი ინფორმაციაა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ჭკუასუსტია, ჩემპიონად არ ვთვლი“ | კონორმა ილიაზე ბევრი ცუდი რაღაც თქვა
„ჭკუასუსტია, ჩემპიონად არ ვთვლი“ | კონორმა ილიაზე ბევრი ცუდი რაღაც თქვა