ილია თოფურია, კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

„ჭკუასუსტია, ჩემპიონად არ ვთვლი“ | კონორმა ილიაზე ბევრი ცუდი რაღაც თქვა

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. ირლანდიელმა Kick-ის პლატფორმაზე სტრიმი გაუშვა და „ელ მატადორზე“ ბევრი ცუდი რაღაც თქვა. კონორმა თოფურიას ჭკუასუსტი უწოდა და განაცხადა, რომ მას ჩემპიონად არ თვლის.

„თოფურიაც ჯანდაბაში წასულა. ისიც ფეხებზე მკიდია. ეს ბიჭი ჭკუასუსტ არტიომ ლობოვს მახსენებს. ორი პატარა ჭკუასუსტი. პირადად მე, თოფურიას ჩემპიონად არ ვთვლი. ქამარს ფლობს, მაგრამ უმნიშვნელო ქამარია, რადგან მის საკუთრებაშია და მისით დაინტერესებული საერთოდ არ ვარ. ქართველია თუ ესპანელი? ისიც კი არ ვიცი, სადაურია“.

მაკგრეგორი ილიას განცხადებასაც გამოეხმაურა, რომ 2025 წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი იქნება და „ელ მატადორს“ დასცინა: „თოფურია ლაპარაკობს, რომ 2025 წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი იქნება. 2025 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სიის შედგენა ახლა, 2024 წელს იწყება და 200, 300 მილიონი უნდა იშოვოს, რომ იქ მოხვდეს. ნუ სულელობ მეგობარო“.

ცნობისთვის, არტიომ ლობოვი მაკგრეგორის ყოფილი მეგობარი და სპარინგ-პარტნიორია. მათ შორის ურთიერთობა მას შემდეგ გაფუჭდა, რაც კონორმა საკუთარი ვისკის ბრენდი, Proper No. Twelve-ი 150 მილიონ დოლარად გაყიდა. ლობოვის თქმით, მან კომპანიის დაარსებაში დიდი წვლილი შეიტანა და მოგების ნაწილი ეკუთვნოდა, რის გადახდაზეც, მაკგრეგორმა უარი თქვა და საბოლოოდ, საქმე სასამართლომდე მივიდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - კვარაცხელიას წასვლა უნდა
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - კვარაცხელიას წასვლა უნდა