ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

კვალიფიკაციის ფინალი მოიგო - ბასილაშვილი სკოპიეს ჩელენჯერის ძირითად ბადეშია

სკოპიეს ჩელენჯერის კვალიფიკაციის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი რეი ჰოს დაუპირისპირდა და ორ სეტში 6:2 7:5 დაამარცხა. ამ გამარჯვებით კი ქართველი ჩოგბურთელი ძირითად ბადეში მოხვდა.

პირველ სეტში „ჩვენებური“ ძალიან დამაჯერებელი იყო. მეტოქის ორი ჩაწოდება მოიგო და საკუთარ ჩაწოდებაზე მოწინააღმდეგეს არცერთი ბრეიკ პოინტი არ ჰქონდა.

მეორე სეტში სიტუაცია ოდნავ შეიცვალა. მეხუთე გეიმში ბასილაშვილმა ბრეიკი შეასრულა, თუმცა ტაივანელმა უმალ უკუბრეიკი დააფიქსირა.

იმ დროს, როდესაც ანგარიში 5:5 იყო, ნიკოლოზმა გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა და შემდეგ საკუთარი ჩაწოდება იდეალურად გამოიყენა.

ცნობისთვის, სკოპიეს ჩელენჯერზე 1/16 ფინალში ნიკოლოზის მოწინააღმდეგე იონას ფორეიტეკი იქნება, რომელიც ATP რეიტინგში 356-ე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები