კონორ მაკგრეგორი, შონ ომალი
Aa
Aa

„ჩემზე ეჭვიანობს და ასე ამიტომ იქცევა“ - ომალი კონორზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონმა, შონ ომალიმ თავის პოდკასტში კონორ მაკგრეგორის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ირლანდიელი მებრძოლი მასზე ეჭვიანობს.

რას ამბობს ომალი კონორზე:

„ნამდვილად ვფიქრობ, რომ ჩემს მიმართ დიდი ეჭვი აქვს. ასეთი დიდი ეგოს მქონე ადამიანები ყოველთვის ხედავენ რაც ხდება. ის პოპულარობას კარგავს, მე კი პირიქით, მას ვიღებ. მას ჩემზე სასაუბროდ სხვა მიზეზი არ აქვს“.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ კონორ მაკგრეგორმა შონ ომალი აკრძალული პრეპარატის - „ოსტარინის“ გამოყენებაში დაადანაშაულა და „შუგას“ სიტყვებიც სწორედ ამის საპასუხოა. ომალიმ ასევე თქვა:

„ვნახე ადამიანები, რომლებიც ამ განცხადების შემდეგ ამბობდნენ, რომ „შუგა“ აღელდა. მეწყინა, მაგრამ არ გავბრაზებულვარ. ახლა მოუთმენლად ველი, ერთი სული მაქვს როდის ვნახავ, თუ როგორ გაუშვებს ჩენდლერი კონორს დასაძინებლად. კონორის დედაც...“

შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორისა და მაიკლ ჩენდლერის ბრძოლა UFC 303-ზე გაიმართება, შონ ომალი კი მომდევნო საჩემპიონო ბრძოლას დიდი ალბათობით მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ, UFC 306-ზე ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საოცნებო მეტოქე და ყველა დროის საუკეთესო მებრძოლები | მერაბის ინტერვიუ
საოცნებო მეტოქე და ყველა დროის საუკეთესო მებრძოლები | მერაბის ინტერვიუ