მერაბ დვალიშვილი, ჟოზე ალდო, შონ ომალი, დანიელ კორმიე, ჩეილ სონენი
Aa
Aa

ალდო მერაბის ან ომალის მეტოქედ? - კორმიეს და სონენის ანალიზი

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, დანიელ კორმიემ და UFC-ის ჩემპიონობის რამდენიმე გზის კანდიდატმა, ჩეილ სონენმა ერთობლივ პოდკასტში ჟოზე ალდოს საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრეს და განიხილეს შესაძლებლობა, თუ რამდენად აქვს ბრაზილიელს შანსი, რომ მერაბ დვალიშვილსა და შონ ომალის შორის გამარჯვებულს სატიტულო ქამრისთვის ეჩხუბოს.

დანიელ კორმიე:

„მჯერა, რომ ალდოს კანდიდატებს შორის ყოფნა შეუძლია, მაგრამ არ მჯერა, რომ ახლა კორი სენდჰეგენზე მეტად იმსახურებს სატიტულო ბრძოლას. მაგრამ ჩემი აზრით, ალდოს სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის სატიტულო ბრძოლამდე მხოლოდ ერთი გამარჯვება მიიყვანს“.

ჩეილ სონენი:

„არავინ იცის როგორ განვითარდება მოვლენები. ხშირად ხდება ხოლმე, როდესაც მთავარი კანდიდატი ბრძოლას ეთიშება და ღირსეული შემცვლელი არ არსებობს. თუ ასე მოხდება, ბრძოლას ალდო მიიღებს. ამის შესაძლებლობას მისი რეზიუმეც იძლევა. არ მგონია, რომ მასავით 135 ფუნტში მასზე ჭკვიანი ბევრი მებრძოლი იყოს“.

არაოფიციალური ინფორმაციით, შონ ომალისა და მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ბრძოლა მიმდინარე წლის სექტემბერს, UFC 306-ზე უნდა გაიმართოს, თუმცა, ორგანიზაციას მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით, არ გაუვრცელებია.

ჟოზე ალდო ოქტაგონს გასულ უქმეებზე დაუბრუნდა და UFC 301-ზე ამერიკელი ჯონათან მარტინესი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ბრძოლის შემდეგ, ბრაზილიელმა მებრძოლმა ქამრისთვის ჩხუბის სურვილიც გამოთქვა.

აქვე გეტყვით, რომ MMA-ის კარიერა ჟოზე ალდომ კარიერა 2022 წლის 21 აგვისტოს, მერაბ დვალიშვილთან მარცხის შემდეგ დაასრულა და დროებით კრივში გადაინაცვლა, თუმცა, კვლავ MMA-ში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საოცნებო მეტოქე და ყველა დროის საუკეთესო მებრძოლები | მერაბის ინტერვიუ
საოცნებო მეტოქე და ყველა დროის საუკეთესო მებრძოლები | მერაბის ინტერვიუ