ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ეს სიგიჟეა, ჩემპიონები ასე არ იქცევიან“ - ვოლკანოვსკი თოფურიაზე

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ Fox Sports-ის ეთერში ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი ჩემპიონი რეალურ კონკურენტებთან ჩხუბს გაურბის.

რას ამბობს ვოლკანოვსკი:

ახლა ის ყველასთან ჩხუბზე უარს ამბობს, აი ეს არის პრობლემა. უარი თქვა მაქს ჰოლოუეისთან, ბრაიან ორტეგასთან და ჩემთან ჩხუბზე, აბსოლუტურად ყველასთან. გასაგებია, თუ ავსტრალიაში ფრენა არ სურს, მაგრამ მან სხვებს უარი უთხრა. ამბობს, რომ მხოლოდ მაკგრეგორთან ჩხუბი სურს. მისი სიტყვები ადამიანებს მხოლოდ მჟავე გემოს უტოვებს. როდესაც ხელში ქამარი გიჭირავს, ვალდებული ხარ გამოწვევები მიიღო და შენც ზეწოლა მოახდინო, მაგრამ ყველაფერზე უარის თქმა? - ეს სიგიჟეა... ის ყველაფერს არასწორად აკეთებს.

არ მინდა ილიაზე ცუდის თქმა, რადგან თავისი შანსი გამოიყენა, ჩემპიონი გახდა და თამაშიც ხელში უჭირავს, ეს ნორმალურია და ასეც უნდა იყოს, მაგრამ მოდი, იყავი ჩემპიონი! ახლა UFC-ის ისეთი ჩემპიონი ჰყავს, რომელიც ფიქრობს, რომ ბრძოლა ნებისმიერ დროს შეუძლია, მაგრამ მგონია, რომ საბოლოოდ ორგანიზაცია აიძულებს ტიტულის დაცვას. შესაძლოა, ეს მისი სტრატეგიაც იყოს: ყველას ეუბნება - არა! - შემდეგ კი - ბუმ! - ბრძოლის კონტრაქტს აფორმებს. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერს სწორად გააკეთებს, რადგან ვფიქრობ რომ კარგი ბიჭია. მაგრამ ახლა მაკგრეგორთან და მახაჩევთან ბრძოლა სურს, თუმცა, ამის გასაკეთებლად კიდევ ბევრი რამ უნდა დაამტკიცოს.

შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორმა“ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში მოპოვებული ბრწყინვალე ნოკაუტით დაამარცხა. ილიასთან წაგების შემდეგ, „ვოლკმა“ განაცხადა, რომ გრძელი პაუზის აღებას აპირებს, რათა საკუთარ ორგანიზმს სრულად აღდგენის საშუალება მისცეს. ვოლკანოვსკის სიტყვების შემდეგ, ილია ბევრ მებრძოლს დაუკავშირეს და ყველაზე ხშირად მაქს ჰოლოუეიზე იწერება, თუმცა ახლახან ბრაიან ორტეგას ვარიანტიც გაჟღერდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ულტიმატუმი ჰოლოუეის | თოფურია ორტეგასთან ჩხუბზე სერიოზულად ფიქრობს
ულტიმატუმი ჰოლოუეის | თოფურია ორტეგასთან ჩხუბზე სერიოზულად ფიქრობს