ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ჰოლოუეი თოფურიას დაამარცხებს“ | რა თქვა ვოლკანოვსკიმ ელ მატადორზე

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიაზე ისაუბრა. „ვოლკი“ ჯო როგანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ელ მატადორმა“ UFC 305-ის ფარგლებში, ვოლკანოვსკისთან ჩხუბზე უარი თქვა.

„საერთოდ არ გამკვირვებია, რომ უარი თქვა. ეს ბიჭი ყველას უარს ეუბნება და სულელია, რადგან კონორ მაკგრეგორს იწვევს. ილიას შანსი მიეცა, როცა ჩემთან იჩხუბა და ახლა დროა, ღირსეული ჩემპიონი იყოს და იგივე გააკეთოს, რაც მე გავაკეთე.

თოფურია BMF-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლას არ იმსახურებს. მაქს ჰოლოუეი BMF-ის ქამარს რომც ჩამოვიდეს, ილია მას მაინც ვერ დაისაკუთრებს, რადგან ჰოლოუეი აუცილებლად დაამარცხებს“

შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორმა“ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში მოპოვებული ბრწყინვალე ნოკაუტით დაამარცხა. ილიასთან წაგების შემდეგ, „ვოლკმა“ განაცხადა, რომ გრძელი პაუზის აღებას აპირებს, რათა საკუთარ ორგანიზმს სრულად აღდგენის საშუალება მისცეს. ვოლკანოვსკის სიტყვების შემდეგ, ილია ბევრ მებრძოლს დაუკავშირეს და ყველაზე ხშირად მაქს ჰოლოუეიზე იწერება, თუმცა ახლახან ბრაიან ორტეგას ვარიანტიც გაჟღერდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას ეფექტი | ნაპოლის სკაუტები 5 ქართველ ფეხბურთელს აკვირდებიან
კვარას ეფექტი | ნაპოლის სკაუტები 5 ქართველ ფეხბურთელს აკვირდებიან