ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„ამას, თუ არ გააკეთებს ქათამი იქნება“ - თოფურიას ულტიმატუმი ჰოლოუეის

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე დიდი ალბათობით მაქს ჰოლოუეი იქნება, რომელსაც MMA-ში მოგება წაგებათა ბალანსი 26-7-ზეა, ხოლო UFC-ში 23:7-ზე.

ჰოლოუეიმ თავის ბოლო ბრძოლაში BMF-ის (Best Mother Fucker) ქამრისთვის ჯასტინ გეიჯი დაამარცხა. სწორედ ზემოხსენებული ქამარია მიზეზი იმისა, რომ ჰოლოუეისთან ჩხუბზე თოფურია თანხმობას აცხადებს.

„ჰოლოუეის ჩემს მეტოქედ მხოლოდ ერთი რამის გამო განვიხილავ - ეს BMF-ის ქამარია. ეს გარემოება ჩვენს დაპირისპირებას აქტუალურს ხდის. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, რისთვისაც მე მასთან ჩხუბს დავთანხმდებოდი.

მე დავამარცხე ვოლკანოვსკი, რომელმაც ჰოლოუეი არა ერთხელ ან ორჯერ, არამედ სამჯერ დაამარცხა. ჩემთან სატიტულო ბრძოლას ყველაზე მეტად ვოლკანოვსკი იმსახურებს. შემდეგ ბრაიან ორტეგა, რომელიც განსხვავებით ჰოლოუეისგან, ვოლკის დამარცხებასთან საკმაოდ ახლოს იყო.

ყველაფერი მარტივად არის, თუ ჰოლოუეი ჩემთან ბრძოლაში BMF-ის ქამარს არ ჩამოვა, მასთან არ ვიჩხუბებ. მაქსი ამბობს, რომ ის მზად არის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას მეჩხუბოს, სასწორზე თავისი სახელი დადოს, მაგრამ არა ქამარი? ასეთი ქმედება ნამდვილ BMF-ს არ შეეფერება, თუ ის ქამრით არ გამოვა ნამდვილი ქათამი იქნება და ჩემთან ჩხუბს ვერ მიიღებს.

მე მასთან ჩხუბი მხოლოდ BMF-ის ქამრისთვის მსურს. ჰოლოუეი ჩემთვის საინტერესო მხოლოდ ამიტომ არის. მის გარეშე მაქსი ჩემთვის ბევრს არაფერს წარმოადგენს.

თუ, ბრძოლა შედგა, როგორ მოვუგო მას? ეჭვი ოდნავადაც არ მეპარება, რომ პირველ 2 რაუნდში გავთიშავ“.

- განუცხადა თოფურიამ elespanol-ს.

აქვე გეტყვით, რომ ჰოლუეისა და გეიჯის ბრძოლას ილია თოფურიაც ესწრებოდა. გამარჯვების შემდეგ მაქსმა ქართველი მებრძოლი დარბაზშივე გამოიწვია, მოგვიანებით კი თოფურიამ უპასუხა, რომ მასთან ბრძოლისთვის მზადაა. რამდენიმე დღის წინ, „მატადორმა“ განაცხადა, რომ მისი სურვილია, ბრძოლა მიმდინარე წლის ბოლომდე გაიმართოს. მოსალოდნელია, რომ მათი ბრძოლა მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩაინიშნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბრძოლა ძალიან მინდა, მაგრამ ერთი პრობლემაა...“ - ომალი მერაბთან ჩხუბზე
„ბრძოლა ძალიან მინდა, მაგრამ ერთი პრობლემაა...“ - ომალი მერაბთან ჩხუბზე