რაფაელ ნადალი
Aa
Aa

წარმატებული დაბრუნება - ნადალმა ბარსელონაში პირველი მატჩი მოიგო

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რაფაელ ნადალი კორტს დაუბრუნდა. ლეგენდარული ესპანელი მონაწილეობას ბარსელონას ტურნირზე იღებს, სადაც მიდი პირველი მოწინააღმდეგე ფლავიო კობოლი იყო.

„მატადორმა“ იტალიელი ჩოგბურთელი მარტივად ორ სეტში 6:2 6:3 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე მეოთხე ნომრად განთესილი ავსტრალიელი დე მინო იქნება.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ნადალმა გასული წლის სეზონი თითქმის მთლიანად გამოტოვა. ესპანელმა ლეგენდამ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა.

რაფაელი მიმდინარე წლის დასაწყისში ბრისბეინის ტურნირზე დაბრუნდა. მისი თამაში ავსტრალიის ღია პირველობაზეც იგეგმებოდა, თუმცა კვლავ დაზიანება მიიღო და ტურნირს ჩაეხსნა.

ამის შემდეგ, ნადალი ინდიან უელსზე უნდა გამოსულიყო, თუმცა კვლავ დისკომფორტი იგრძნო. „მატადორი“ ვერც მონტე კარლოში ვიხილეთ, თუმცა, როგორც ხედავთ ბარსელონაში დაბრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, რაფასთვის ეს ბოლო საჩოგბურთო სეზონია და სულ მალე კარიერას დაასრულებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მონსტრი ოლიმპიადისთვის მზადაა | აშშ-ის ნაკრების შემადგენლობა
მონსტრი ოლიმპიადისთვის მზადაა | აშშ-ის ნაკრების შემადგენლობა