პეპ გუარდიოლა, მადრიდის რეალი, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

“ჩვენ გვაქვს ოცნება“ - გუარდიოლა რეალთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში „მანჩესტერ სიტი“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს. შეხვედრის წინ, „ქალაქელების“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა პეპმა?

„ჩვენ აუცილებლად უნდა ვიგრძნოთ ის ზეწოლა, რომელიც ამ მატჩს თან ახლავს. თუ შარშანდელ მოგებაზე გავამახვილებთ ყურადღებას, დამატებითი მოტივაცია არ გვექნება. აუცილებლად მშივრები უნდა ვიყოთ. გულშემატკივრების იმედი გვაქვს. ზოგჯერ სირთულეები ჩნდება, რადგან შეუძლებელია 90 წუთის განმავლობაში დომინირებდე. უმაღლესი ხარისხის ფეხბურთის სათამაშოდ მზად ვართ.

უოკერი? ბოლო 2-3 დღე მან კარგად ივარჯიშა. არ ვიცი იჯდება, თუ არა სათადარიგოთა სკამზე, თუმცა დარწმუნებული ვარ ხვალ ის ჩვენთან ერთად იქნება. ყველა იაზრებს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მის თამაშს. ბერნაბეუზე არ იყო და თანაგუნდელებმა ის ბრწყინვალედ შეცვალეს.

ეს „რეალი“ შარშანდელ „რეალზე“ უფრო ძლიერია. ეს განსაკუთრებული გუნდია. როდესაც მადრიდზე დადებითად ვსაუბრობ, ხალხს ეს არ სჯერა, მაგრამ სიმართლეა. ორი გუნდის დაპირისპირება არასდროს არის ერთნაირი. მათ შეგვისწავლეს და ასევე ჩვენც შევისწავლეთ ისინი. ჩვენ გვაქვს ოცნება, რომლის ასრულებისთვისაც ვიბრძვით.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების წინა დაპირისპირება მადრიდში გაიმართა და 3:3 დასრულდა. ასევე შეგახსენებთ, რომ „რეალი“ და „სიტი“ ზედიზედ მესამედ ხვდებიან ერთმანეთს. 2021/2022 წლებში „სამეფო კლუბმა“ გაიმარჯვა, ხოლო შარშან „სიტიმ“. მომავალი დაპირისპირება 17 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საამაყოა იყო ისეთი დიდი გუნდის კაპიტანი, როგორიც ვალენსიაა“ - მამარდაშვილი
„საამაყოა იყო ისეთი დიდი გუნდის კაპიტანი, როგორიც ვალენსიაა“ - მამარდაშვილი