ხვიჩა კვარაცხელია, ფრანჩესკო კალცონა
Aa
Aa

„კალცონა კვარას უფრთხილდება, წინ ევროპის ჩემპიონატია...“

ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიასა და ფრანჩესკო კალცონას შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს, რომელიც ნეაპოლელთა ბოლო მატჩს ეხება.

„კვარაცხელიას ფროზინონესთან მატჩში გოლის გატანა უნდა. გოლის, რომელიც 8 მარტის შემდეგ არ გაუტანია. ის მოტივირებულია.

მონცასთან შეხვედრაში კალცონამ ის შეცვალა, როცა ანგარიში 3:2 იყო. მის ნაცვლად შესულმა რასპადორიმ კი ზუსტად 1 წუთში გაიტანა. ხვიჩას ეს კარგად არ მიუღია. ის გაბრაზდა, თუ სიმართლე გაინტერესებთ. კვარაცხელიას მოედანზე დარჩენა და გასატანად თამაში სურდა. მწვრთნელმა გაიაზრა მისი მონდომებულობა, ენერგია და ეპიზოდი ასე განმარტა - ხვიჩას მიზანი მხოლოდ ერთია და მას ევროპის ჩემპიონატი ჰქვია. კალცონა მას გაუფრთხილდა და თამაშიდან ნაადრევად მოხსნა.

კვარას საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე თამაში და ისტორიის დაწერა სურს.

სეზონის ბოლოს მხარეები ხელშეკრულების განახლების შესახებ გაისაუბრებენ, როგორც ეს დე ლაურენტისმა თქვა“.

- წერს იტალიური გამოცემა.

აქვე გეტყვით, რომ „ნაპოლი“ „ფროზინონეს“ მატჩი კვირას 14:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რას გადაწყვეტს ოთარ კაკაბაძე? - იტალიური გუნდის ვარიანტი გამოირიცხა
რას გადაწყვეტს ოთარ კაკაბაძე? - იტალიური გუნდის ვარიანტი გამოირიცხა