ტომას მიულერი, დავიდ რაია, გაბრიელ მაგალიაეში
Aa
Aa

„სუფთა პენალტი იყო“ - მიულერი მსაჯის ქმედებით აღშფოთებულია

ტომას მიულერი აღშფოთებულია, რომ მსაჯმა გაბრიელ მაგალიაეშისა და დავიდ რაიას ეპიზოდისას პენალტი არ დანიშნა.

მეორე ტაიმში დავიდ რაიამ მაგალიაეშს ჯარიმიდან ბურთი გაუგორა, გაბრიელმა კი ის ხელში აიღო და ახლიდან გაათამაშა. ამ მომენტში ბურთი თამაშში იყო და აქ წესების მიხედვით პენალტი უნდა დანიშნული.

მსაჯმა ყველაფერი შესანიშნავად დაინახა. შეცდომა მას ზედმეტად სულელური და უმნიშვნელო ეჩვენა, რომ პენალტი დაენიშნა. მაგრამ მას ასე არ უნდა ეფიქრა.

არბიტრი იქ არის იმისათვის, რომ აღასრულოს წესები, მოგწონს თუ არა ეს მაინც. არ მგონია წესებში ნათქვამი იყოს: „კარგი, თუ ეს არ გაკეთდა განზრახ, დააბრუნე ბურთი და თავიდან გაათამაშე“.

არ ვიცი იქ რა წერია. ვფიქრობ, ეს სუფთა პენალტია“,

- განაცხადა მიულერმა.

როგორც შემდეგში ევროპულ გამოცემებში დაიწერა, შვედმა არბიტრმა უბრალოდ მომენტი ბავშვურ შეცდომად ჩათვალა და ზედმეტი ყურადღება ამაზე არ გაამახვილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა გაყიდონ“ | რას წერს Cadena Ser-ი მამარდაშვილზე
„მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა გაყიდონ“ | რას წერს Cadena Ser-ი მამარდაშვილზე