ხვიჩა კვარაცხელია, ლუის დიასი
Aa
Aa

უკვე იციან დიასის იდეალური შემცვლელი ვინაა | ლივერპულური გამოცემა კვარაზე

Rousing The Kop-ი ბრიტანული გამოცემაა, რომელიც უმეტეს წილად, „ლივერპულზე“ წერს. რამდენიმე წუთის წინ, Rousing The Kop-ის ვებგვერდზე საინტერესო სტატია გამოქვეყნდა და მისი ავტორი გვაუწყებს, რომ „ენფილდზე“ უკვე იციან, ლუის დიასის იდეალური შემცვლელი ვინ შეიძლება იყოს.

„ზაფხულში, ლივერპულში დიდი ცვლილებები მოხდება. როცა ახალი მთავარი მწვრთნელი მოდის და ძველი მიდის, ეს გარდაუვალია. ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელსაც შესაძლოა, ცვლილებები შეეხოს, ლუის დიასია. The Telegraph-ის ინფორმაციით, კოლუმბიელი შემტევით პარი სენ-ჟერმენია დაინტერესებული და არის შანსი, მან კლუბი ზაფხულში დატოვოს.

დიდი ხანი არაა, რაც დიასი ლივერპულში იმყოფება, თუმცა, სანახაობრივი სათამაშო სტილით ქომაგების მოწონება დაიმსახურა. მიუხედავად ამისა, ბოლო მესამედში მთლად ეფექტური ვერაა, არასწორ გადაწყვეტილებებს ხშირად იღებს და საკმარისად მომაკვდინებელი არ გახლავთ, რაც ნიშნავს, რომ თუ ლივერპულმა წინადადება მიიღო, მის გასხვისებაზე სერიოზულად დაფიქრდება.

დიასის შეცვლის ერთ-ერთი ყველაზე აშკარა კანდიდატი ხვიჩა კვარაცხელიაა. ქართველი ფეხბურთელი ლუისზე 4 წლით პატარაა, მაგრამ ელიტარულ დონეზე ასპარეზობის საკმარისი გამოცდილება აქვს. კვარა, სათამაშო სტილით, დიასს წააგავს. ხვიჩას დრიბლინგი და ბურთთან ერთად წინსვლა ძალიან უყვარს და როცა საკუთარ მეურვეზე წასვლაზე და მის მოტყუებაზე მიდის საუბარი, კვარაცხელია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

აშკარაა ისიც, რომ ხვიჩა ბოლო მესამედში ბევრად მომაკვდინებელია. მიმდინარე სეზონში, ნაპოლის მაისურით, რომელსაც სერიოზული პრობლემები აქვს, მან 28 მატჩი ჩაატარა და მონაწილეობა 16 გოლში მიიღო, დიასს კი იგივე გრაფაში 12 უწერია.

გასულ თვეში, ლივერპულმა სპორტულ დირექტორად რიჩარდ ჰიუზი დანიშნა. ამ უკანასკნელს იტალიაში სერიოზული კავშირები აქვს და იქაურ ბაზარს კარგად იცნობს. შესაბამისად, მას კვარაცხელიას შესახებ ყველაფერი მშვენივრად ეცოდინება და თუ საჭირო გახდა, მზად იქნება, ენფილდზე გადასვლაზეც დაიყოლიოს“, - წერს ბრიტანული გამოცემა.

ცნობისთვის, დიასს „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე იგი 75 მილიონ ევროდაა შეფასებული. კვარაცხელიას რაც შეეხება, ხვიჩა Transfermarkt-ზე 80 მილიონი ღირს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარიერის საუკეთესო შედეგი | მამუს მაგარი თამაში მემფისთან
კარიერის საუკეთესო შედეგი | მამუს მაგარი თამაში მემფისთან