უარი ბარსელონას - დე ლაურენტისს კვარაზე დიდი გეგმები აქვს
მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია „ბარსელონაში“ არ გადავა. ინფორმაციას გავლენიანი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, კატალონიური გუნდი ხვიჩას დიდი ხნის განმავლობაში აკვირდება, თუმცა, „ნაპოლის“ ხელმძღვანელები ქართველი შემტევის მინიმუმ კიდევ ერთი წლით შენარჩუნებას აპირებენ.
ცოტა ხნის წინ, იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისისთვის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კვარაცხელიას შენარჩუნება იქნება. დე ლაურენტისი ხვიჩას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, რომელიც საგრძნობლად გაზრდილ ანაზღაურებას ითვალისწინებს და ამასთან, ოსიმენის წასვლის შემდეგ „ნაპოლის“ მშენებლობა კვარაცხელიას გარშემო დაიწყება, შესაბამისად, ქართველ შემტევს ნეაპოლურ კლუბში მთავარი როლი მიენიჭება.
2023/24 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 38 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. Transfermarkt-ის მიხედვით, ამ დროისთვის 23 წლის ქართველი ვარსკვლავის სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონ ევროს შეადგენს.