ილია თოფურია
Aa
Aa

MARCA: მატადორი სამშობლოშია - სადაც კი მივიდა ყველგან სიგიჟე დახვდა

ილია თოფურიას „დინამო არენაზე“ გამოჩენას ესპანური პრესა გამოეხმაურა. ავტორიტეტულ მადრიდულ გამოცემა Marca-ს საქართველო ლუქსემბურგის მატჩის წინა ისტორიული მომენტი არ გამორჩენია.

„ილია თოფურიასთვის აღიარებები გრძელდება. ბოლო დღეებია ის საქართველოშია, ელ მატადორი სამშობლოშია და ქართველი ხალხისგან დიდ სიყვარულს იღებს. რამდენიმე საათის წინ, მან ქვეყნის პრეზიდენტისგან ღირსების ორდენი მიიღო, შემდეგ კი საქართველო ლუქსემბურგის მატჩი გახსნა, სადაც ხალხი ოვაციებით შეხვდა.

თოფურია თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე საჩემპიონო ქამრით მხარზე მოედანზე გავიდა. კვარაცხელიასთან და ფედერაციის პრეზიდენტთან ფოტოები გადაიღო. ყველას სურდა მასთან ერთად გამოჩენა, რადგან ის ახლა უკვე ევროპელი სპორტული პერსონაა. სხვათა შორის, კონორ მაკგრეგორის შემდეგ, ბებერი კონტინენტის წარმომადგენელთა შორის პირველი ჩემპიონია ქვემსუბუქ წონაში.

თოფურია სახლში დაბრუნდა და მას აეროპორტში რამდენიმე ათასი ადამიანი დახვდა. სადაც კი მივიდა ყველგან სიგიჟე დახვდა. ის ქვეყანაში უშუალოდ პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიწვია, რომელმაც უკვე დაადასტურა, რომ ელ მატადორი ქართულ პასპორტს შეინარჩუნებს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში ესპანეთის მოქალაქეც გახდა. თოფურიას შემთხვევაში გამონაკლისი დაშვებული იქნება“.

- წერს Marca.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ფინალში 26 მარტს (21:00) საბერძნეთს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: საზონოვი ძალიან მომწონს, თუმცა კლუბში მეტი სათამაშო დრო სჭირდება
სანიოლი: საზონოვი ძალიან მომწონს, თუმცა კლუბში მეტი სათამაშო დრო სჭირდება