ირმა ხეცურიანი, გვანცა ზადიშვილი
Aa
Aa

გვანცა ზადიშვილი ტაილანდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია | პარაფარიკაობა

ტაილანდის ქალაქ კორაში პარაფარიკაობის მსოფლიოს თასი მიმდინარეობს. ტურნირის პირველ დღეს ხმლით ფარიკაობაში პარამოფარიკავე ქალთა ნაკრებმა სამი - ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ფინალში ერთმანეთს გვანცა ზადიშვილი და ნინა თიბილაშვილი შეხვდნენ. შეხვედრა ანგარიშით 15:13 დასრულდა. ჩემპიონობა გვანცა ზადიშვილმა იზეიმა, ვიცე-ჩემპიონი ნინა თიბილაშვილი გახდა.

რაც შეეხება ირმა ხეცურიანს, მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში გერმანელი ჰატერსი ანგარიშით 15:7 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის პრიზიორი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართველი ვიცე-ჩემპიონები - პარამოფარიკავეების წარმატება
ქართველი ვიცე-ჩემპიონები - პარამოფარიკავეების წარმატება