საქართველო კადეტ და იუნიორ მოფარიკავეებს შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
ისტორიაში პირველად, 2026 წელს, საქართველო კადეტ და იუნიორ მოფარიკავეებს შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.
ევროპის ჩემპიონატი 18 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით ხმლის, დაშნისა და რაპირის ექვს კატეგორიაში ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის თბილისში ჩატარების გადაწყვეტილება 2025 წელს, იტალიის ქალაქ გენუაში გამართულ ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესზე მიიღეს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს