მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

დვალიშვილი: „წონა ჩავაბარე და ახლა შემიძლია ბედნიერი ვიყო“

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა წონის ჩაბარების შემდეგ, UFC 298: Morning Weigh-In Show-ს წამყვანებს ინტერვიუ მისცა. „მანქანამ“ განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„თავს კარგად ვგრძნობ. წონა ჩავაბარე და შემიძლია, დავლიო და ბედნიერი ვიყო. ჰენრი სეხუდოს დიდ პატივს ვცემ. ის კარგი ჩემპიონი იყო და მაგარი სპორტსმენია. მასთან რთული გამოწვევა მელის, მაგრამ ამ ჩხუბში მთავარი მე ვარ და ჩემი დრო დადგა! გავაკეთებ იმას, რაც საუკეთესოდ გამომდის და მჯერა, გავიმარჯვებ.

ალჯამეინ სტერლინგის ფაქტორი? მასთან ვარჯიში და დროის გატარება ძალიან მეხმარება. ის საუკეთესოა და მისნაირი სპარინგ-პარტნიორი მნიშვნელოვანია. ის ფაქტი, რომ ალჯომ სეხუდოსთან იჩხუბა, არ დამეხმარება, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, რთული ბრძოლა მელის. ჰენრიმ თავდაუზოგავად ივარჯიშა და მოგება უნდა, მაგრამ 17 თებერვალს, მე გავიმარჯვებ.

სეხუდოს და სტერლინგს ჩემზე უკეთესი ჭიდაობა აქვთ, მაგრამ ჩხუბი მხოლოდ ჭიდაობისგან არ შედგება. სხვა კომპონენტებიც მნიშვნელოვანია და მხოლოდ გრეპლინგზე ან ჭიდაობაზე არ ვარ ორიენტირებული. რას ნიშნავს ის, რომ ჩემთან წაგების შემთხვევაში კარიერის დასრულებას აპირებს? გამოდის, რომ მაქსიმუმს გააკეთებს, რომ გაიმარჯვოს. სეხუდოს ახლა მკვლელი მენტალიტეტი აქვს და ჩემთვისაც ყველაფერი ასეა. ასეთი შანსი არასდროს მქონია და მინდა, ტიტულისთვის ვიბრძოლო“.

შეგახსენებთ, რომ მერაბმა წონა რამდენიმე წუთის წინ ჩააბარა და მან და სეხუდომ ერთნაირი წონა დააფიქსირეს - 61.2 კგ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა მანჩესტერ იუნაიტედის რადარზე | ნაპოლიმ მისი შემცვლელი შეარჩია
ხვიჩა მანჩესტერ იუნაიტედის რადარზე | ნაპოლიმ მისი შემცვლელი შეარჩია