მერაბ დვალიშვილი, პაულო კოსტა
Aa
Aa

„ყველაზე მეტად მენატრება საჭმელი, რომელსაც მერაბს ვპარავდი“ | პაულო კოსტა

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლი, პაულო კოსტა თავისი ხუმრობებითაა ცნობილი. ამჯერად, კოსტამ ლას-ვეგასზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველაზე მეტად ენატრება საჭმელი, რომელსაც მერაბ დვალიშვილს ჰპარავდა.

„ლას ვეგასში ყველაზე მეტად მენატრება საჭმელი, რომელსაც UFC Performance Institute-ში მერაბ დვალიშვილს ვპარავდი. ბრინჯი კრევეტებით ძალიან გემრიელია! როგორ ვპარავდი? UFC Performance Institute-ში თითოეული მებრძოლისთვის საჭმლის ყუთი იყო გამოყოფილი. მე ყოველთვის მერაბის ყუთი მხვდებოდა და ვკითხულობდი, მერაბი ვინ ჯანდაბაა-მეთქი. მაშინ არ ვიცოდი, რომ მისი საჭმელი ასეთი გემრიელი იყო“.

ცნობისთვის, კოსტას რამდენიმე თვის წინ ნათქვამი აქვს, რომ UFC Performance Institute-ში ყოფნისას, „მანქანას“ საჭმელს ორი თვის განმავლობაში ჰპარავდა და მერაბს არაფერი უთქვამს. კოსტამ მაშინაც აღნიშნა, რომ მერაბს აზიურ კერძებში კარგი გემოვნება აქვს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ამის გამო მისი გოლი უფრო ლამაზი გამოვიდა“ | ბალოტელიმ ხვიჩა შეაქო
„ამის გამო მისი გოლი უფრო ლამაზი გამოვიდა“ | ბალოტელიმ ხვიჩა შეაქო