ხვიჩა კვარაცხელია, მარიო ბალოტელი
Aa
Aa

„ამის გამო მისი გოლი უფრო ლამაზი გამოვიდა“ | ბალოტელიმ ხვიჩა შეაქო

„ინტერისა“ და „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი, მარიო ბალოტელი იტალიის სერია A-ს გასული ტურის მატჩებს გამოეხმაურა. „სუპერ მარიომ“ „ნაპოლის“ ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია შეაქო და განაცხადა, რომ „კვარამ“ „ვერონას“ ფენომენალური გოლი გაუტანა.

„ნაპოლისა და ვერონას მატჩი? სრული აბსურდი! როგორ არ დანიშნეს პენალტი კვარაცხელიას წაქცევის გამო? კომენტარიც უაზროდ მეჩვენება, მაგრამ ვიდეორეფერი რას აკეთებდა? საკმარისია! ასე არ უნდა გაგრძელდეს, სიგიჟეა. ხვიჩას გასროლა? ქართველმა ფეხბურთელმა ფენომენისთვის დამახასიათებელი გოლი გაიტანა. კვარაცხელიას დარტყმის მომენტში კარისთვის არ შეუხედავს და ამის გამო, მისი გოლი უფრო ლამაზი გამოვიდა“.

სხვათა შორის, კვარაცხელიას შედევრზე კომენტარი ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ჯანფრანკო ძოლამაც გააკეთა. ძოლა Kiss Kiss Napoli-ის ესაუბრა და განაცხადა, რომ ხვიჩას გოლმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ცნობისთვის, სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 18 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა. მისი გუნდის მომდევნო გაჩერება „მილანია“, რომელსაც „ნაპოლი“ სტუმრად დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეს ბრწყინვალე ინდიკატორია - ძოლამ კვარა კიდევ ერთხელ შეაქო
ეს ბრწყინვალე ინდიკატორია - ძოლამ კვარა კიდევ ერთხელ შეაქო