ჯანი ინფანტინო
Aa
Aa

სატრანსფერო ფასი ალგორითმმა დაადგინოს - ინფანტინოს იდეა და გამოსავალი?

ბოლო წლებში, უფრო სწორად კი 2017 წელს 222 მილიონ ევროდ ნეიმარის პსჟ-ში გადასვლის შემდეგ დღემდე, სატრანსფერო ბაზარზე ფასები უაზროდ არის გაზრდილი და ნელ-ნელა ყველაფერი კონტროლს კარგავს.

FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ამ პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით გამოდის. მისი აზრით, კარგი იქნება, თუ ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასს არა ორი დაინტერესებული კლუბი დაადგენს, არამედ სპეციალური ალგორითმი.

საუბარია კომპიუტერულ ალგორითმზე, რომელსაც კონკრეტული ფეხბურთელის ზუსტი სატრანსფერო ფასის შედგენა დაევალება.

ჯანი ინფანტინოს თქმით, ეს სიახლე სამართლიანი ფასების დადგენაში იქნება გამოსადეგი და ეს ყველაფერი მეტი გამჭვირვალობისთვის კარგი იქნება.

ბოლო დროს სატრანსფერო ბაზარზე არსებულმა ქაოსმა ფეხბურთის მმართველი ორგანოები აიძულა ფინანსური ფეარ პლეი შეემუშავებინათ, რაც კლუბებს უკრძალავს იმაზე მეტი დახარჯონ, ვიდრე წლის განმავლობაში გამოიმუშავებენ. ეს კი ხშირად ტრანსფერის განხორციელებისას წესის დარღვევის ალბათობას ზრდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
4 დიდი კლუბი ინტერესდება - დე ლაურენტისი ხვიჩას მომავალს გადაწყვეტს
4 დიდი კლუბი ინტერესდება - დე ლაურენტისი ხვიჩას მომავალს გადაწყვეტს