ჯენარო გატუზო
Aa
Aa

სპალეტის შემცვლელი ცნობილია - აძურა გატუზოს ჩააბარეს

იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ჯენარო გატუზო დაინიშნა. ინფორმაცია ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დადასტურდა, თუმცა რამდენწლიანი კონტრაქტი გაფორმდა რინოსთან და რა დაუსახეს მთავარ მიზნად, ამის შესახებ დეტალური საუბარი სავარაუდოდ მისი წარდგენის შემდგომ გასამართ პრესკონფერენციაზე იქნება.

სახელდება გატუზოს სამწვრთნელო შტაბის წევრებიც - მის ასისტენტებად სავარაუდოდ ლეონარდო ბონუჩი და ანდრეა ბარცალი იმუშავებენ. ჯანლუკა ძამბროტა და სიმონე პეროტა კი Club Italia-ს წარმომადგენლები იქნებიან. ეს არის ორგანო, რომელსაც ეროვნული ნაკრებისა და სერია A-ს კლუბების სწორი კოორდინაცია ევალება.

გატუზოს ბოლო სამუშაო ადგილი სპლიტის „ჰაიდუკი“ გახლდათ, რომელიც ერთწლიანი მოღაწეობის შემდეგ დატოვა. სამწვრთნელო კარიერაში ერთადერთი ტიტული კი „ნაპოლიში“ მოიპოვა, რომელსაც 2020 წელს იტალიის თასი მოაგებინა.

შეგახსენებთ, რომ „სკუადრა აძურას“ დამრიგებლის პოსტი ვაკანტური რამდენიმე კვირის წინ გახდა, როდესაც ლუჩიანო სპალეტის ნორვეგიასთან (0:3) განცდილი სამარცხვინო მარცხი არ აპატიეს და თანამდებობა დაატოვებინეს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პიოლიმ და რანიერიმ უარი თქვეს | სკუადრა აძურა მწვრთნელს ეძებს
პიოლიმ და რანიერიმ უარი თქვეს | სკუადრა აძურა მწვრთნელს ეძებს