უსმან დემბელე, ლუის ენრიკე
Aa
Aa

„ულაპარაკოდ დემბელე“ - ენრიკემ ოქროს ბურთზე ისაუბრა

სექტემბერში 2025 წლის ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდოს, „ოქროს ბურთის“ მფლობელის ვინაობა გახდება ცნობილი და სანამ სხვადასხვა ქვეყნის ნაკრების გუნდების კაპიტნები, მთავარი მწვრთნელები და ასევე სპორტული მედიის წარმომადგენლები არჩევანს გააკეთებენ, ამ თემასთან დაკავშირებით ყველა საფეხბურთო პერსონის აზრი საინტერესოა. ასევე ყურადღებამისაქცევი გახლდათ წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის ლუის ენრიკეს მოსაზრება, რომელიც მთავარი ფავორიტის საჯაროდ დასახელებას არ მოერიდა.

რას ამბობს ენრიკე

არაერთხელ მითქვამს, რომ პირადად ჩემთვის ეს პრიზი და მისი მფლობელებიც მეორეხარისხოვანია და განსაკუთრებულ მნიშვნელობას არასოდეს ვანიჭებდი. თუმცა, თუ ფავორიტის დასახელებას მომთხოვთ, მაშინ ეს ულაპარაკოდ უსმან დემბელეა. მან ყველა შესაძლო ტურნირი მოიგო, ჰქონდა დიდებული პირადი სტატისტიკა და მეტი რისი გაკეთებაა საჭირო მსგავს მწვერვალზე ასასვლელად?!

ცნობისათვის, უსმან დემბელემ ჩემპიონთა ლიგაში გამართულ 15 შეხვედრაში თავი 8 გოლითა და 6 საგოლე პასით გამოიჩინა, ხოლო საფრანგეთის ლიგა 1-ში მის ანგარიშზე 21 ბურთთან ერთად, 6 ასისტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბიჭი, რომელმაც ლუის ენრიკე გააოცა“ - la-croix-ი კვარა-დუეს დუეტზე
„ბიჭი, რომელმაც ლუის ენრიკე გააოცა“ - la-croix-ი კვარა-დუეს დუეტზე