ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

„ამ ტრანსფერის დასახურად ბევრი ვიმუშავეთ“ | კრაიოვაში მექვაბიშვილზე ისაუბრეს

რუმინული „კრაიოვას“ მფლობელმა, მიჰაი როტარუმ ანზორ მექვაბიშვილის ტრანსფერზე ისაუბრა. როტარუმ ინტერვიუ FANATIK-ს მისცა და განაცხადა, რომ ამ გარიგების დასახურად დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა.

„ამ ტრანსფერის დასახურად ბევრი ვიმუშავეთ და სწორედ ამიტომ, მიზნის მიღწევით უფრო დიდი კმაყოფილება დაგვეუფლა. მექვაბიშვილი Box to Box ნახევარმცველია, რომელსაც საყრდენის პოზიციაზეც შეუძლია თამაში.

ის საქართველოს 21-წლამდე ნაკრების კაპიტანი იყო, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავად ითამაშა და ჯგუფიდან გავიდა. მექვაბიშვილი 22 წლის ფეხბურთელია, მაგრამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში უკვე 13 მატჩი აქვს გამართული. ალექშანდრუ კიკალდაუს პროფილის ფეხბურთელს ვეძებდი და ანზორის გასაფორმებლად მაქსიმუმი სწორედ ამიტომ გავაკეთეთ“.

შეგახსენებთ, რომ ანზორ მექვაბიშვილი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და საქართველოს ყველაზე ტიტულიანი გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე 112 მატჩი აქვს ჩატარებული, თავი კი 8 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მექვაბიშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გავრცელებული ინფორმაციით, რუმინელებს მექვაბიშვილის ტრანსფერი 750 ათასი ევრო დაუჯდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის დუბლი და საგოლე პასი - მეცმა ამხანაგური მატჩი მოიგო
მიქაუტაძის დუბლი და საგოლე პასი - მეცმა ამხანაგური მატჩი მოიგო