ხვიჩა კვარაცხელია, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

ჯუღელი VS ოსიმენი | მაცარი კვარას დიდხანს ესაუბრა

„სალერნიტანასთან“ მატჩის წინ, ვალტერ მაცარი ხვიჩა კვარაცხელიას დიდი ხნის განმავლობაში პირადად ესაუბრებოდა.

იტალიური Il Mattino წერს, რომ მთავარი მწვრთნელი ხვიჩას ბოლო დროს არსებულ დაძაბულ მდგომარეობაზე ესაუბრა, აუხსნა, რომ მისი აგენტის მამუკა ჯუღელისა და ვიქტორ ოსიმენის დაპირისპირებამ, ასევე ნებისმიერმა გარე პროვოკაციამ მასზე უარყოფითი გავლენა არ უნდა მოახდინოს.

გამოცემა წერს, რომ ამ რთულ მდგომარეობაში მაცარის კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია სჭირდება.

„მაცარიმ კვარაცხელიას აუხსნა, რომ მის აგენტსა და ოსიმენს შორის არსებული დაპირისპირების მიუხედავად, ის მწვრთნელის ერთ-ერთ ფავორიტ მოთამაშედ რჩება.

მაცარიმ კვარას აუხსნა, რომ ის ფრთხილად უნდა იყოს და პროვოკაციებს არ აყვეს, მათ არ უპასუხოს. კონცენტრაცია მხოლოდ ფეხბურთზე მოახდინოს.

მის ხელში ხვიჩამ კართან უფრო ახლოს უნდა ითამაშოს, მაგრამ არა ფლანგიდან, არამედ უფრო ცენტრიდან. მაცარიმ კარგად იცის, რომ კრიზისიდან გამოსასვლელად გუნდს კვარაცხელიას საუკეთესო ვერსიის დაბრუნება სჭირდება“.

- წერს იტალიური გამოცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არ მაინტერესებს, მინდორს მიღმა რა ხდება - მაცარი ჯუღელი-ოსიმენის დაპირისპირებაზე
არ მაინტერესებს, მინდორს მიღმა რა ხდება - მაცარი ჯუღელი-ოსიმენის დაპირისპირებაზე