რაფაელ ნადალი
Aa
Aa

კუნთის მიკრო გარღვევა - ნადალი ავსტრალიის ღია პირველობაზე არ იქნება

გუშინ რაფაელ ნადალმა განაცხადა, რომ შესაძლოა ავსტრალიის ღია პირველობაზე ვერ ეთამაშა. დღეს კი ლეგენდარულმა ესპანელმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ წლის დიდ პირველ სლემზე ვერ ითამაშებს. ამის მიზეზი ბრისბეინის ტურნირზე მიღებული კუნთის ტრავმაა.

რა თქვა ნადალმა?

„გამარჯობა ყველას. ჩემი ბოლო მატჩის დროს ბრისბეინში კუნთზე მცირე პრობლემა შემექმნა, რამაც შემაშფოთა. მელბურნში ჩასვლისას MRI გადავიღე და კუნთის მიკრო გარღვევა დამიდგინდა. საბედნიეროდ, ეს იმ ნაწილში არ არის, რომელშიც ტრავმა მქონდა და ეს კარგი ამბავია. ახლა 5 სეტში მაქსიმალურ დონეზე სათამაშოდ მზად არ ვარ. მივფრინავ ესპანეთში, რათა ჩემი ექიმი ვნახო, ვიმკურნალო და დავისვენო.“

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ნადალმა გასული წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე ტრავმა მიიღო, რის გამოც ზუსტად 1 წელი გამოტოვა.

2024 წელს ბრისბეინის ტურნირზე დაბრუნდა, სადაც მეოთხედფინალამდე გააღწია და ჯორდან ტომპსონთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები