ირაკლი ეგოიანი
Aa
Aa

ეგოიანის საგოლე პასი აიაქსთან | 7 საგოლე მოქმედება 7 მატჩში

ნიდერლანდების ერედივიზიეს მე-7 ტურში „აიაქსმა’’ იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე „ექსელსიორი’’ მიიღო, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. ამსტერდამული კლუბი იულიან ბრანდტმა 32-ე წუთზე დააწინაურა, საგოლე პასი კასპერ დოლბერგის ანგარიშზეა. პირველი ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე ლენარდ ჰარტიესმა ანგარიში გაათანაბრა. 62-ე წუთზე ირაკლი ეგოიანის პასის შემდეგ აიმენ სლიტიმ „ექსელსიორი'' დააწინაურა. 64-ე წუთზე ტოლუ აროკოდარემ ანგარიში გაათანაბრა - 2:2.

„ექსელსიორის’’ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ეგოიანი სასტარტო შემადგენლობაში იყო. საგოლე პასის გარდა კიდევ ერთი მომენტია გამოსარჩევი, 0:0-ზე თანაგუნდელი აიმენ სლიტი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან პირისპირ გაიყვანა, თუმცა სლიტიმ მახვილი კუთხიდან არაზუსტად დაარტყა.

ეგოიანის საგოლე პასი

ირაკლი ამ სეზონში პირველად გააფრთხილეს, მიზეზი ოსკარ გლუხთან კამათია.

 

„ექსელსიორმა'' შვიდ მატჩში 11 ქულა დააგროვა, ამ მომენტისთვის მე-6 ადგილზეა.

ცნობისთვის, ეგოიანმა ერედივიზიეს მიმდინარე სეზონში „ექსელსიორის“ შვიდივე მატჩი სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა. მის ანგარიშზე 2 გოლი („კამბურთან“ და „ვილემ II“-თან) და 5 საგოლე პასია („კამბურთან“, მოქმედ ჩემპიონ პსვ-სთან, „ვილემ II“-თან და „ნეიმეგენთან'', რომელმაც გასულ სეზონში მესამე ადგილი დაიკავა და „აიაქსთან'').

საქართველოს ეროვნული ნაკრები 21 სექტემბრიდან თბილისში შეიკრიბება, მოულოდნელი არაა, რომ ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ირაკლი ეგოიანი გამოიძახა. ორკვირიანი საწვრთნელი შეკრების ფარგლებში საქართველოს ნაკრები ოთხ შეხვედრას გამართავს. 25 სექტემბერს ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს, 28 სექტემბერს კი — უკრაინას. 2 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სტუმრად უნგრეთს დაუპირისპირდება, 5 ოქტომბერს გასვლაზე ჩრდილოეთ ირლანდიას შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სალია სათადარიგოთა სკამზე იჯდა | ნიუკასლმა ჰალ სიტის მოუგო
სალია სათადარიგოთა სკამზე იჯდა | ნიუკასლმა ჰალ სიტის მოუგო