რაფაელ ნადალი
Aa
Aa

ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს? - ნადალის პრობლემები გრძელდება

რაფაელ ნადალი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კორტს დაუბრუნდა და მონაწილეობა ბრისბეინის ტურნირში მიიღო, სადაც მეოთხედფინალამდე გააღწია, თუმცა ჯორდან ტომპსონთან დამარცხდა.

წაგების შემდეგ, სპორტულ მედიაში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. ვიგებთ, რომ ლეგენდარულ ესპანელს კვლავ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და შესაძლოა ავსტრალიის ღია პირველობაზე ვერ იასპარეზოს.

„მატადორს“ ფეხის ტკივილები ტომპსონთან მატჩის დროს დაეწყო, რის გამოც სამედიცინო შესვენებაც აიღო. მეტწილად წაგება სწორედ ამის ბრალია.

BBC-ის ცნობით, ნადალს იმედი აქვს, რომ ტრავმა სერიოზული არ იქნება და წლის პირველ დიდ სლემზე მონაწილეობის მიღებას შეძლებს, რომელიც 14 იანვარს დაიწყება. ამ საკითხთან დაკავშირებით რაფაელმა კომენტარი გააკეთა.

ნადალი:

„ახლა ვგრძნობ, რომ მხოლოდ კუნთი მაწუხებს. გასულ წელს მყესების პრობლემა მქონდა. რა თქმა უნდა, ახლანდელი სიტუაცია შარშანდლისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. დღეს ვერაფერს ვგრძნობ. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ტკივილის ეპიცენტრი იგივეა. ახლა ჩვეულებრივზე ოდნავ შეშინებული ვარ. იმედი მაქვს შემდეგ კვირაში მელბურნში თამაშს შევძლებ, თუმცა ახლა ამაში 100%-ით დარწმუნებული არ ვარ."

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაგარი კადრები | მეცმა გიორგი მიქაუტაძე წარადგინა
მაგარი კადრები | მეცმა გიორგი მიქაუტაძე წარადგინა