ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი, კარიმ ბენზემა
Aa
Aa

Onze d'Or | ვინ მოიგო პრესტიჟული ჯილდო და რომელ ადგილზე გავიდა კვარა

Onze Mondial-ი ფრანგული გაზეთია, რომელსაც პრესტიჟული ჯილდო, Onze d'Or აქვს დაწესებული. Onze d'Or-ი 1976 წელს დაარსდა და ევროპული ფეხბურთის წლის საუკეთესო მოთამაშეს გადაეცემა, რომლის ვინაობასაც Onze Mondial-ის მკითხველები, ხმის მიცემით ავლენენ.

Onze Mondial-ის წლევანდელი ჯილდოს გამარჯვებული „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი გახდა, რომელმაც ხმების 20.7 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე კარიმ ბენზემა გავიდა (19.9 პროცენტი), მესამე პოზიცია კი კილიან მბაპემ დაიკავა - 18.5 პროცენტი.

Onze Mondial-ის საუკეთესო თერთმეტეულში „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. „კვარას“ მხარი გამოკითხულთა 2.9 პროცენტმა დაუჭირა და „პარტენოპეის“ გარემარბი მერვე გახლავთ. მას ბუკაიო საკა, ჯამალ მუსიალა და რონალდ არაუხო მოჰყვებიან, მის წინ კი მარკუს რაშფორდი (მეშვიდე ადგილი), კევინ დე ბრუინი (მეექვსე ადგილი), ლიონელ მესი (მეხუთე ადგილი) და ვინისიუს ჟუნიორი (მეოთხე ადგილი) იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაში, რომელიც ლიონელ მესიმ მოიგო, მე-17 ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აქ მეფე მე ვარ, ილიასთან ჩხუბს მთელი სერიოზულობით ვეკიდები“ | რა თქვა ვოლკანოვსკიმ თოფურიაზე
„აქ მეფე მე ვარ, ილიასთან ჩხუბს მთელი სერიოზულობით ვეკიდები“ | რა თქვა ვოლკანოვსკიმ თოფურიაზე