ლაშა შავდათუაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი
Aa
Aa

ევროპის ღია პირველობა: ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი ბრნჯაოსთვის იბრძოლებს

კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში ძიუდოში ევროპის ღია პირველობა მიმდინარეობს.

ხსენებული ტურნირი წელს პირველად იმართება და ძიუდოისტები მხოლოდ ორ წონით კატეგორიაში გამოდიან.

57 კგ-ში ეთერ ლიპარტელიანმა წარმატებით იასპარეზა და ფინალში გავიდა. მან მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს ნორა ჯაკოვას იპონით სძლია და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს, სადაც მისი მეტოქე ტიმა ნელსონ ლევი იქნება.

73 კგ-ში ლაშა შავდათუაშვილი ნახევარფინალში დამარცხდა. ქართველმა ოლიმპიურმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა იტალიელი მანუელ ლომბარდოსთან ვაზარით წააგო და ბრნიჯაოს მედლისთვის ბრძოლაში იჭიდავებს, სადაც აზერბაიჯანელ ჰიდაიათ ჰეიდაროვს დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკი 20:00-დან დაიწყება. ტურნირის საპრიზო ფონდი 300 ათასი ევროა. ფინალში გამარჯვებული პირადად 55 ათასს მიიღებს, ვერცხლის მედალოსანი კი 35 ათასს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გოგამ ორლანდო კონფერენციაში საუკეთესო გუნდად აქცია, აპლოდისმენტებს იმსახურებს“
„გოგამ ორლანდო კონფერენციაში საუკეთესო გუნდად აქცია, აპლოდისმენტებს იმსახურებს“