იგუაინმა სერია A-ში შესანიშნავი შედეგი დააფიქსირა!
Aa
Aa

იგუაინმა სერია A-ში შესანიშნავი შედეგი დააფიქსირა!

ტურინის იუვენტუსის არგენტინელმა ფორვარდმა გონსალო იგუაინმა, "სან სიროზე"  "მილანთან" (2-0) დასრულებულ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა და "ბებერ სინიორას" მორიგი სამი ქულა მოუტანა.

"პიპიტამ" დღევანდელი გოლების შემდეგ სერია A-ში ასგოლიან ნიშნულს გადააბიჯა. იგუაინის ანგარიშზე უკვე 101 ბურთია.

29 წლის არგენტინელს ამ შედეგის მისაღწევად 154 თამაში დასჭირდა. იგუაინმა ზემოხსენებული 101 გოლიდან 71 2013-2016 წლების სეზონში "ნაპოლის" მაისურით გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ გონსალო იგუაინი "ბებერ ქალბატონს" გასულ სეზონში შეუერთდა და მას შემდეგ იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 49 შეხვედრაში 30 ბურთის გატანა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები