ალესანდრო ნესტა
Aa
Aa

ნესტამ სერია B-ს გუნდი ჩაიბარა

იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი, ალესანდრო ნესტა „აველინოს“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია სერია B-ში მოასპარეზე კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

სპეციალისტმა კლუბთან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მოქმედების ვადაც 2028 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

ნესტას სამწვრთნელო შტაბში შევლენ: მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ლორენცო რუბინაჩი, ტექნიკური ასისტენტები, მასიმო ლო მონაკო და ვინჩენცო ვარიკა, სპორტული ექიმი ლუკა მორელინი, მეკარეების მწვრთნელი რაფაელე კლემენტე და ანალიტიკოსი ფედერიკო სოლდანო.

სათამაშო კარიერის განმავლობაში ალესანდრო ნესტა საკლუბო დონეზე „ლაციოსა“ და „მილანში“ გამოდიოდა, რომელთა შემადგენლობაშიც უამრავი ტიტული მოიპოვა, ხოლო იტალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

2025/2026 წლების სეზონის შედეგებით, „აველინომ“ სერია B-ს სატურნირო ცხრილში მერვე ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შხამიანი გველები | შვეიცარიის ნაკრების ბაზის შეცვლას ცდილობს
შხამიანი გველები | შვეიცარიის ნაკრების ბაზის შეცვლას ცდილობს