ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ენრიკო ფედელე
Aa
Aa

„გუნდი ორ მთავარ იარაღს ღუპავს“ - ფედელე კვარაზე და ოსიმენზე

ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო სპეციალისტმა და ძმები კანავაროების ყოფილმა აგენტმა, ენრიკო ფედელემ Televomero-ს ეთერში „ნაპოლის“ ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

რას ამბობს ფედელე:

ყველაზე მეტად ის მიკვირს, რომ „ნაპოლი“ ორ უძლიერეს მოთამაშეს ღუპავს: ოსიმენს და კვარაცხელიას. როდესაც ქართველ შემტევზე ვსაუბრობთ, დარწმუნებული ვარ, რომ შეგვიძლია შეტევაში ნებისმიერი დავალება მივცეთ. აზრი არ აქვს მის დაცვაში დახევას, მას უფრო წინ დავტოვებდი, რათა თავისი შემტევი თვისებები მაქსიმალურად გამოიყენოს.

ჩემი აზრით, ამჟამინდელი „ნაპოლის“ მთავარი პრობლემა ფიზიკურ მომზადებასთან არის დაკავშირებული. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ ვალტერ მაცარი ოპტიმალური ვარიანტია და მისი დანიშვნა მართებული იყო, ის წარსულზე არასდროს საუბრობს და მხოლოდ მომავლისკენ იყურება. ვფიქრობ, ამ სეზონში „ნაპოლი“ აქცენტს ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაზე გააკეთებს, რადგან გარშემო მაღლი დონის კონკურენტები არ ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ 14 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ 24 ქულით სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს. ვალტერ მაცარის გუნდს მომდევნო შეხვედრა 8 დეკემბერს, საქართველოს დროით 23:45 საათზე „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რა დაემართა დუეტს, რომელიც ოქროს ბურთის რეიტინგში მოხვდა?“ - Gazzetta კვარა-ოსის აკრიტიკებს
„რა დაემართა დუეტს, რომელიც ოქროს ბურთის რეიტინგში მოხვდა?“ - Gazzetta კვარა-ოსის აკრიტიკებს