ოფიციალურად - რაფაელ ნადალი ბრუნდება
Aa
Aa

ოფიციალურად - რაფაელ ნადალი ბრუნდება

1-წლიანი პაუზის შემდეგ, ლეგენდარული რაფაელ ნადალი კორტზე ბრუნდება. ამის შესახებ „მატადორმა“ ოფიციალურად განაცხადა.

„1-წლიანი პაუზის შემდეგ, დაბრუნების დროა. მე ბრისბეინში იანვრის პირველ კვირაში ვითამაშებ. სწორედ იქ შევხვდებით.“

ბრისბეინის ტურნირი რაფაელს მოსამზადებლად სჭირდება, რათა შემდეგ ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშოს, რომელიც მან 2009 და 2022 წლებში მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა სუპერვარსკვლავმა ტრავმა მიმდინარე წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე მიიღო. 37 წლის ჩოგბურთელმა ბარძაყის კუნთის დაზიანება მიიღო.

ნადალმა ავსტრალიის შემდეგ, აბსოლუტურად ყველა ტურნირი გამოტოვა. იწერებოდა, რომ რაფა თიხის მასტერსებზე დაბრუნდებოდა, მაგრამ რეაბილიტაციის პროცესი გაიწელა და ის ვერც მის საყვარელ „როლან გაროსზე“ დაბრუნდა. ცნობისთვის, ამ მომენტისთვის ნადალი ATP რეიტინგში 664-ე ადგილზე იმყოფება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანტონი: “ციფრული სასამართლო ცხოვრებას ანგრევს, არავინ კითხულობს როგორ ვარ“
ანტონი: “ციფრული სასამართლო ცხოვრებას ანგრევს, არავინ კითხულობს როგორ ვარ“