ლიონელ მესი, ლიონელ სკალონი
Aa
Aa

მესისთან ურთიერთობა დაეძაბა - სკალონის წასვლა უფრო რეალური გახდა

როგორც მოგეხსენებათ, ლიონელ სკალონი არგენტინის ნაკრების დატოვებაზე ფიქრობს. ამის მიზეზად „ალბისელესტეს“ გარშემო არსებული გვერდითი მოვლენები გახლავთ.

მაგალითისთვის შეგვიძლია ბრაზილიასთან მატჩი მოვიყვანოთ. სტადიონზე გულშემატკივრებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ავტორიტეტული გამოცემა GOAL კიდევ ერთ საინტერესო ფაქტზე წერს.

ვიგებთ, რომ სკალონისა და მესის შორის სიტუაცია დაიძაბა. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ბრაზილიასთან შეხვედრის დროს, მესიმ თანაგუნდელები მოედნიდან გასახდელში გაიყვანა. როგორც აღმოჩნდა, 8 ოქროს ბურთის მფლობელმა ეს გადაწყვეტილება მთავარ მწვრთნელთან კონსულტაციის გარეშე მიიღო, რამაც სკალონი აღაშფოთა.

ბრაზილიასთან თამაშის შემდეგ სკალონიმ განაცხადა: „არგენტინას“ სჭირდება მწვრთნელი, რომელიც ენერგიით სავსეა. მე ცოტა ხნით უნდა გავჩერდე და ბევრ რამეზე ვიფიქრო.“

GOAL-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა სპეციალისტი „ალბისელესტეს“ 2024 წლის კოპა ამერიკაზე გაუძღვება და ვარაუდობს, რომ პოსტს სწორედ ტურნირის დასრულების შემდეგ დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეკარეები, რომლებსაც ყველაზე მეტი აქვთ ნათამაშები | რომელ ადგილზეა მამარდა
მეკარეები, რომლებსაც ყველაზე მეტი აქვთ ნათამაშები | რომელ ადგილზეა მამარდა