კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2, სამტრედია, გარეჯი 1960
Aa
Aa

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პლეიოფი | სამტრედიამ გარეჯს 4:1 მოუგო

„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ პლეი-ოფის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მე-9 ადგილოსანი, „სამტრედია“ და „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2“-ის მეორეადგილოსანი, „გარეჯი 1960“ დაუპირისპირდნენ.

ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩში „სამტრედიელებმა“ გამარჯვებულის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს. დიმიტარ კაპინკოვსკის გუნდმა მეტოქეს პირველ ნახევარში ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა. ანგარიში მე-6 წუთზე ალეკსანდარ მიშოვმა გახსნა. 25-ე წუთზე სტრაჰინია პავიშიჩმა სხვაობა ორბურთამდე გაზარდა. 38-ე წუთზე ილია ახვლედიანმა „გარეჯის“ კარში მესამე ბურთი გაიტანა, ზუსტად 5 წუთში კი ზვიად ნაჭყებიამ სხვაობა 4-ბურთამდე გაზარდა.

მეორე ნახევარში სტუმრებმა გიორგი ხარებაშვილის ზუსტად შესრულებული პენალტის წყალობით ერთი ბურთი გაქვითვა შეძლეს, თუმცა, საბოლოოდ, შეხვედრა „სამტრედიის“ გამარჯვებით, 4:1 დასრულდა.

დღესვე, 17:00 საათზე პლეი-ოფის მეორე შეხვედრა გაიმართება, რომელშიც „სპაერი“ საკუთარ მოედანზე „თელავს“ დაუპირისპირდება. პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრები 10 დეკემბერს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები