ბარსელონა
Aa
Aa

ოპერაცია უნდა გაიკეთოს - ტერ შტეგენი ბარსას დიდი ხნით დააკლდება

დიდი ხანია მარკ-ანდრე ტერ შტეგენი „ბარსელონას“ ვერ ეხმარება. გულშემატკივრებს იმედი ჰქონდათ, რომ გერმანელი მეკარე მალე დაბრუნდებოდა, თუმცა გავლენიანმა გამოცემა SPORT-მა სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა.

ვიგებთ, რომ ტერ შტეგენი რამდენიმე დღეში ზურგზე ოპერაციას გაიკეთებს და როგორც მინიმუმ რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს.

SPORT-ის ინფორმაციით, შესაძლოა გერმანელმა კარის დარაჯმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშიც ვერ ითამაშოს, რომელიც თებერვლის შუა რიცხვებში ჩატარდება.

ერთი რამ კი ნათელია. მარკი ესპანეთის სუპერ თასზე ვერ იასპარეზებს, სადაც არის ალბათობა, რომ „ბარსელონა“ მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდეს.

შეგახსენებთ, რომ კატალონიური გრანდი ლა ლიგაში 34 ქულით მესამე პოზიციას იკავებს და ლიდერ მადრიდის „რეალს“ 4 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერესი საუდის არაბეთიდან - ბარსელონა ლევანდოვსკის გაყიდვას გეგმავს
ინტერესი საუდის არაბეთიდან - ბარსელონა ლევანდოვსკის გაყიდვას გეგმავს