ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ვინაა ნაპოლიში ყველაზე სახიფათო? კვარა“ | იუვენტუსის ყოფილი მმართველი

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯოვანი კობოლი ჯილიმ „ბებერი ქალბატონის“ მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა. სერია A-ს მე-15 ტურში, „ბიანკონერი“ „ნაპოლის“ დაუპირისპირდება და კობოლი ჯილიმ დაასახელა „პარტენოპეის“ ფეხბურთელი, ვისიც ყველაზე მეტად ეშინია.

„ინტერთან მატჩში ნეაპოლელებისკენ ვიყავი. გარდა იმისა, რომ პარტენოპეისადმი სიმპათიები მაქვს, ნაპოლის გამარჯვების შემთხვევაში, ისინი ტურინში უფრო მოდუნებული ჩამოვიდოდნენ. იუვესთან შეხვედრაში ნაპოლის ბოლო შანსი ექნება, ჩემპიონატის ლიდერებს ბევრით არ ჩამორჩეს და ტოპ 4-ში დაბრუნდეს. თუმცა, ეს მატჩი რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, პარტენოპეი ძლიერ გუნდად დარჩება.

ვისი მეშინია ყველაზე მეტად ნეაპოლური კლუბიდან და ვინაა ყველაზე სახიფათო? კვარაცხელია მაშინებს, რადგან ფორმაში შევიდა. ოსიმენიც საშიშია. ვიქტორი იდეალურ კონდიციებში არ იმყოფება, მაგრამ შესანიშნავი ჩემპიონია. ნაპოლი ძლიერი გუნდია და ეცდება, მაღალ დონეზე ითამაშოს, რის გამოც, მასიმილიანო ალეგრის ბიჭებმა მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ. ნაპოლისთან დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის მატჩის ტოლფასი შეხვედრაა“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ მატჩს 8 დეკემბერს ვიხილავთ და შეხვედრა თბილისის დროით, 23:45-ზე დაიწყება. „ბებერ ქალბატონს“ 33 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს. „იუვენტუსი“ ლიდერ „ინტერს“ 2 ქულით ჩამორჩება, „ნაპოლი“ კი 24 ქულით მეხუთე გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს გოლი წინასწარ დაგეგმილი არ მქონდა“ - ხვიჩა პრიზის ჩაბარების შემდეგ
„ეს გოლი წინასწარ დაგეგმილი არ მქონდა“ - ხვიჩა პრიზის ჩაბარების შემდეგ