ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე
Aa
Aa

მე-4 გოლი სეზონში - ბუდუმ კარლსრუე წაგებისგან იხსნა

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-15 ტურში, ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ საკუთარ მოედანზე „ჰანსა როსტოკს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ, 2:2 ითამაშა.

ქართველი შემტევი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში „როსტოკის“ სასარგებლოდ 1:2 იყო.

შეხვედრაში თავდაპირველად სტუმრები ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ. მე-16 წუთზე „როსტოკმა“ გოლი ბრუმადოს გოლით გახსნა, 34-ე წუთზე კი როსბახმა სხვაობა ორამდე გაზარდა. ტაიმის დასრულებამდე 1 წუთით ადრე „კარლსრუემ“ სხვაობა მინიმუმამდე, მატანოვიჩის გოლით შეამცირა.

მასპინძლები მარცხისგან 81-ე წუთზე, ცვლილებაზე შემოსულმა ზივზივაძემ იხსნა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში მცველების შეცდომით კარგად ისარგებლა, წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში „კარლსრუეს“ მაისურით მე-4 გოლი გაიტანა. ბუდუმ ოთხივეჯერ თავის გამოჩენა მეორე ბუნდესლიგაში შეძლო. 15 ტურის შემდეგ მისი გუნდი სატურნირო ცხრილში 17 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფება და გასავარდნ ზონაში მყოფ „შალკეს“ 1 ქულით უსწრებს. „კარლსრუეს“ მომდევნო შეხვედრა 8 დეკემბერს, სტუმრად „ჰანოვერთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევრო 2024 - თუ საქართველო გავა ადვილი ჯგუფი არ ექნება
ევრო 2024 - თუ საქართველო გავა ადვილი ჯგუფი არ ექნება