ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

სპალეტი: “არ დაგავიწყდეთ, ჩვენ იტალია ვართ“

ცნობილი გახდა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის შედეგები. იტალიის ნაკრები ესპანეთთან, ხორვატიასთან და ალბანეთთან მოხვდა. ამასთან დაკავშირებით, „სკუადრა აძურას“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა სპალეტიმ?

„რა თქმა უნდა, შეიძლებოდა უკეთეს ჯგუფში მოხვედრა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ჩვენ იტალია ვართ! ახლა პროგნოზების გაკეთება რთულია. ალბანეთმა დაამტკიცა, რომ კარგად ორგანიზებული გუნდია. არავინ იცის რა იქნება მომავალ წელს და ვინ როგორი ფორმით შეხვდება ჩემპიონატს.

ხორვატია ძლიერი მხარეა, სადაც რამდენიმე უმაღლესი დონის მოთამაშე თამაშობს. ვისაც ფეხბურთი უყვარს, ამ გამოწვევებით უნდა დატკბეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიამოვნებას ვერ მივიღებთ.“

ჯგუფური ეტაპი ასე გამოიყურება:

A ჯგუფი: გერმანია, შოტლანდია, უნგრეთი, შვეიცარია

B ჯგუფი: ესპანეთი, ხორვატია, იტალია, ალბანეთი

C ჯგუფი: სლოვაკეთი, დანია, სერბეთი, ინგლისი

D ჯგუფი: ა ლიგის გამარჯვებული, ნიდერლანდები, ავსტრია, საფრანგეთი

E ჯგუფი: ბელგია, სლოვაკეთი, რუმინეთი, ბ ლიგის გამარჯვებული

F ჯგუფი: თურქეთი, ც ლიგის გამარჯვებული, პორტუგალია, ჩეხეთი

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე გასვლის შემთხვევაში ჯგუფში თურქეთთან, პორტუგალიასთან და ჩეხეთთან ერთად იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 2024 წლის 21 მარტს ერთა ლიგის ნახევარფინალში ლუქსემბურგს თბილისში დაუპირისპირდება. ფინალში გასვლის შემთხვევაში კი ასევე საკუთარ კედლებში საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ფინალის მოგების შემთხვევაში კი „ჯვაროსნები“ ევრო 2024-ზე იასპარეზებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას 3 ეფექტური მოგერიება - ვალენსიამ ჟირონასთან მაინც წააგო
მამარდას 3 ეფექტური მოგერიება - ვალენსიამ ჟირონასთან მაინც წააგო