რეალი, ნაპოლი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

“ნაპოლის მაღალი ხარისხი აქვს“ - ანჩელოტი გამარჯვების შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში მადრიდის „რეალმა“ „ნაპოლის“ უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა.

ანჩელოტი:

„ტრავმები? სერიოზული არაფერია. ყველას ექნება დრო გამოსაჯანმრთელებლად. „ნაპოლისთან“ დაბალანსებული მატჩი გვქონდა. შეხვედრის ბოლომდე დიდი ენერგია არ დაგვიხარჯავს. მიყვარს მატჩები, რომლებშიც თავის დაცვა უკეთესად შეგვეძლო და ბურთთან ერთად სახიფათოები ვიყავით. „ნაპოლის“ ხარისხი და ორგანიზებულობა აქვს.

როგორ ვურთიერთობ ფეხბურთელებთან? ისინი ყოველთვის დიდ ძალისხმევას დებენ. შანსს ახალგაზრდა მოთამაშეებსაც ვაძლევ, მაგალითად ნიკო პასი. მან მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწია. მას კარგ დროს მოუწია თამაში და გოლიც მნიშვნელოვან მომენტში გაიტანა. ახლა მაქსიმალურად მოტივირებულები უნდა დავრჩეთ. შემდეგი ნაბიჯი ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნებაა.“

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ მადრიდის „რეალს“ 15 ქულა დაუგროვდა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა. რაც შეეხება „ნაპოლის“, სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონი 7 ქულით მეორე ადგილზეა და მესამე პოზიციაზე მყოფ „ბრაგას“ 3 ქულით უსწრებს.

ბოლო ტურში, „პარტენოპეი“ „ბრაგას“ უმასპინძლებს. პორტუგალიური გუნდი შემდეგ ეტაპზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გავა, თუ „ნაპოლის“ მინიმუმ 2 ბურთის სხვაობით დაამარცხებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ძალიან ცოტა ლიდერული თვისება დავინახეთ“ - იტალიური მედია ხვიჩაზე
“ძალიან ცოტა ლიდერული თვისება დავინახეთ“ - იტალიური მედია ხვიჩაზე